ღრძილებიდან სისხლდენის მიზეზები, პროფილაქტიკა და მკურნალობა

        ღრძილებიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია სტომატოლოგიაში. ის თან სდევს 

მრავალ დაავადებას და  გამომწვევი მიზეზის კვალობაზე სხვადასხვა  ინტენსივობისა და

ხანგრძლივობისაა. სისხლდენას ხშირად თან  ახლავს შეშუპება, ტკივილი, ქავილი, პირის ღრუდან

უსიამოვნო სუნი, რაც დიდი დისკომფორტია პაციენტისთვის.

 

         ღრძილებიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

1. ჰიგიენის საშუალებების (კბილის ჯაგრისის,კბილის ძაფის და სხვა ) არასწორად შერჩევა;

2. ინფექციური და არაინფექციური დაავადებები ( დიაბეტი, ლეიკემია, ანემია, სურავანდი,ჰემოფილია);

3. ჰორმონალური  დარღვევები ( ორსულობა, სტრესი, ენდოკრინული დაავადებები );

4. პაროდონტის ანთებითი დაავადებები ( პაროდონტიტი, გინგივიტი )

                                                                                                                                                                                                                                                                კბილების გამოხეხვისას ღრძილებიდან სისხლდენის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ  

  სტომატოლოგს, რათა დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნება გაცილებით ადვილია. პრობლემის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა

კბილების დაკარგვა გამოიწვიოს.

          ღრძილების სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელია დავიცვათ პირის

ღრუს მოვლის რამდენიმე მარტივი წესი . კერძოდ: 

1. აუცილებელია ეწვიოთ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ, თუნდაც არაფერს უჩიოდეთ , რომ თქვენი  ღიმილი ყველაზე ლამაზი იყოს .

2. კბილებიდან ქვების მოშორება აუცილებელია ,სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

3. აუცილებელია კბილების გამოხეხვა დღეში ორჯერ რბილი ან საშუალო სიმაგრის კბილის ჯაგრისით (ამას დაადგენს თქვენი სტომატოლოგი), დაუთმე კბილის გახეხვას 2-3 წუთი,კბილების სწრაფ გახეხვასა და საერთოდ არ გახეხვას შორის დიდი განსხვავება არაა. ჯაგრისი უნდა მოძრაობდეს წრიულად და ნაზად ნადების მოსაშორებლად.

4. აუცილებელია კბილის პასტის სწორად შერჩევა.დააკვირდით, რომ მასში იყოს ფტორი. ფტორი ჯანმრთელი კბილების საწინდარია. გაითვალისწინეთ,რომ დროდადრო კბილის პასტა უნდა შეიცვალოს.

5. სწორი ჰიგიენისთვის უმნიშვნელოვანესია კბილის ძაფის ანუ ‘’ფლოსის’’ გამოყენება. რეკომენდებულია ყოველი ჭამის  შემდგომ კბილებს შორის ნარჩენი საკვების მოსაშორებლად. მთავარია ფლოსირების დროს ღრძილებს ტრავმა არ მივაყენოთ.

6. საკვების მიღების შემდეგ პირში აუცილებლად გამოივლეთ წყალი ან სპეციალური სავლები სითხე.ის გამოიტანს პირის ღრუდან საკვების ნარჩენებს და საგრძნობლად შეამცირებს მავნე მიკრობების რაოდენობას.

7. იკვებეთ ჯანსაღად, დალიეთ წყალი, მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

8. სასურველია შეამციროთ გაზიანი სასმელების,ყავის, ფუნთუშეულის, შაქრიანი და მჟავის შემცვლელი საკვების მიღება და დაიცავით ჰიგიენა ყოველი მიღების შემდეგ.   აქვე უნდა ვახსენო თამბაქოს მოწევის მავნეობაც. პირის ღრუს ლორწოვან გარსს საკმაოდ უხვი სისხლმომარაგება აქვს. ნიკოტინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მყისიერ სპაზმს იწვევს, რის გამოც  უარესდება ღრძილების სისხლმომარაგება, მათი კვება.სიგარეტი ორჯერ ზრდის პაროდონტიტის განვითარების ალბათობას, რაც ხელს უწყობს კბილების შიგნითა ზედაპირზე ნიკოტინური ნადების წარმოქმნას, სადაც მარტივად მრავლდებიან მიკრობები და ხდება ქვების წარმოქმნა. შედეგად ვიღებთ ანთებად და სისხლმდენ ღრძილებს, უარეს შემთხვევაში- კბილების მორყევასა და ცვენას.